|
2018-01-10 13:50:26, 1591 ნახვა
კომენტარი
საია ჩატაევის საქმეზე: ხელისუფლებამ საზოგადოების ინფორმირებულობა უმოკლეს დროში უნდა მოახდინოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ახმედ ჩატაევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ საზოგადოების ინფორმირებულობა უმოკლეს დროში უნდა მოახდინოს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული საქმე საქართველოს კონტექსტს სცილდება და ინტერესი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც არსებობს. მანვე დასძინა, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს. "ამ პროცესში ხელუსუფლებამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ეს შეიძლება. მეორეს მხრივ უნდა უზრუნველყოს რეალურად უსაფრთხოება ქვეყანაში. თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს. ამ პროცესში აუცილებელია სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რადგან ეს საქმე სცილდება საქართველოს კონტექსტს. იყო საუბარი, რომ ტერაქტები იგეგმებოდა როგორც საქართველოში, ასევე თურქეთშიც. ამიტომ, აღნიშნული თემისადმი ინტერესი არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას", - განაცხადა სალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)