|
2018-01-10 13:43:41, 1700 ნახვა
კომენტარი
გიორგი კახიანი პანკისის სპეცოპერაციაზე: ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პოლიტიკოსების ნაწილს მოუწოდებს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ხელოვურად არ დაძაბონ. კახიანის თქმით, შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას ინფორმაციას, გამოძიების ინტერესების დაცვით მიაწვდიან. "რაც დავინახეთ შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში და განწყობაში, ისინი მაქსიმალურად არიან მონდომებულები, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირებულობა, თუმცა გამოძიებამაც არ უნდა იზარალოს. ხელოვნურად ნუ დავძაბავთ მდგომარეობას და ნუ წარმოვაჩენთ, რაღაც ფეთქებად, საშიშ ვითარებას. ესეთი დამოკიდებულება, მართლა შესაძლოა უარყოფითად აისახოს იქ არსებულ პირობებზე. ხშირად მეჩვენება, რომ ამის ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა და ასეთი სურათის წარმოჩენას ისახავენ ზოგიერთი პოლიტიკოსები მიზნად. ეს არასწორია", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. ცნობისთვის, პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)