|
2018-01-10 13:30:05, 2346 ნახვა
პოლიტიკა
10 მოქმედი და 2 ყოფილი პარლამენტარი 1000 ლარით დაჯარიმდა
საჯარო სამართლის ბიურომ 2017 წელს 287 ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. აქედან 284 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული და 3 დეკლარაცია დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე. მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად. ბიუროს ინფორმაციით, შემოწმდა საქართველოს პარლამენტის 14 წევრისა და საქართველოს პარლამენტის ერთი თანამშრომელის - ჯამში 15 თანამდებობის პირის დეკლარაცია. უარყოფითად შეფასდა 13 პირი(12 პარლამენტარი და ერთი საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი), არ დაჯარიმდა პარლამენტის 2 წევრი. კერძოდ, 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ მოქმედ დეპუტატებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს, პაატა მხეიძეს, თამაზ ნავერიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს. ასევე პარლამენტის ყოფილ წევრებს თემურ მაისურაძესა და ვლადიმერ აჩბას. მონიტორინგი ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და წერილობითი განცხადების საფუძველზე მოხდა.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)