22:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 11:34:54, 836 ნახვა

რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა.

კაიკაციშვილი 2014 წლიდან დღემდე დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

დღეიდან, თამარ კაიკაციშვილი ტურიზმის დეპარტამენტში რეკლამის, სტატისტიკის, სერვისის განვითარებისა და  ონლაინ პროექტების განყოფილებებს გაუწევს კოორდინაციას. თამარ კაიკაციშვილი არის ლექტორი და ტურიზმის სფეროში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. 

„თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ტურიზმის სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია. დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობისას ის არაერთ წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომელიც 2017 წლის თებერვალში დავიწყეთ და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერვისის ამაღლებას ისახავს მიზნად. დღეიდან, ის  სერვისის განვითარებასთან ერთად სხვა ძალიან საპასუხისმგებლო განყოფილებების მუშაობას  გაუწევს კოორდინირებას. დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა რაც თავისმხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics