|
2018-01-08 15:41:36, 2350 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა „აქილევსის ქუსლად“ რჩება
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ „აქილევსის ქუსლად“, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტიურად ყველა ხელისუფლებას“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე წარადგინა. პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების მიმართ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს. „ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ „აქილევსის ქუსლად“, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტიურად ყველა ხელისუფლებას. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებების დროს ყველას გქვონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ სამწუხაროდ, ბევრ კითხვას ვერ პასუხობს. არადა დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არამარტრო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიმების, ანუ დემოკრატიული სახელმწიფოს და სამართლებრი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება. არაერთხელ ჩვენ აღგვინიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. მათ შორის იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალე და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა არაერთხელ აღმინიშნავს, მე იმის თაობაზე, რომ მარტო საკანონდებლო ბაზით, განსაკუთრებთ ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულება, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას. ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, თავიანთი ერთგულებით, უზენაესი ღირებულებების მიმართ, ხაზს ვუსვამ არა პოლიტიკური კონიუქტურის, არამედ იმ უზენაესი ღირებულებების მიმართ, რომელსაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით კი მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. აი ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართლებრივი სისტემა. სწორედ ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალბატონი ანა დოლიძე, არის გამაგრებული იმით რაზეც ორი წუთის წინ ვილაპარაკე, პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის ღირებულებების ერთგული იურისტი“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)