|
2018-01-08 14:52:16, 1987 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოს მოსამართლე წევრებზე: მათ საქმიანობას არც ვაფასებდი პოზიტიურად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი საბჭოს მოსამართლე წევრებს, რომლებმაც ის გააკრიტიკეს, კრიტიკითვე პასუხობს და ამბობს, რომ მათ საქმიანობას თავადაც ნეგატიურად აფასებს: „ის მოსამართლე წევრები არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ მოსამართლეებად და მათ საქმიანობას არც მე ვაფასებდი პოზიტიურად. მათ საქმიანობას პოზიტიურად არ აფასებდა ასევე დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლება „ქართული ოცნება“, მათ საქმიანობას ასევე ნეგატიურად აფასებს დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აღიარებს შეცდომად. შესაბამისად, არც მე ვაფასებდი მათ საქმიანობას პოზიტიურად“,-განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა. ვახტანგ მჭედლიშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. ცნობილია, რომ საბჭოს წევრად პრეზიდენტი დღეს ანა დოლიძეს წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)