03:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 09:16:33, 409 ნახვა

საზოგადოება
შსს აკადემია საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია საკალათბურთო კლუბ "სოხუმს" საერთო ანგარიშით 3-2 მოუგო.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი, მეხუთე მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც შსს-ს გუნდმა მეტოქე 74-71 დაამარცხა. "შსს აკადემიასა" და "სოხუმს" შორის პლეი ოფის ყველა მატჩს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

გუნდის ლიდერების პოზიციებს კვლავ გიორგი შარაბიძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი ცინცაძე და ბექა წივწივაძე ინარჩუნებდნენ. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში აცხადებს, „შსს აკადემია“ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და უმთავრესი მიზანი პირველობისთვის ბრძოლაა.

მომავალი კვირიდან სუპერლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, რომელთა დროსაც „შსს აკადემია“ „ბათუმს“ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ „შსს აკადემია“-ს კალათბურთელებს შორის საქართველოს ნაკრების 5 მოთამაშეა. „შსს აკადემიას“ აქტივებში 2013 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულია, წელს კი ისინი ზურაბ საკანდელიძე- მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics