|
2018-01-05 19:47:36, 2582 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კლინტონისა და მისი ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონისა და მისი ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას reuters–ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებს აინტერესებთ, იყო თუ არა ჩართული ფონდი პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა. სამართალდამცველები ასევე სწავლობენ, იყენებდნენ თუ არა ფონდის აქტივებს პირადი ან პოლიტიკური მიზნებისთვის. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით, გასულ თვეს სულ მცირე ერთი მოწმე მაინც დაიკითხა, მომავალ კვირას კი დამატებითი ზომების მიღება იგეგმება. „კლინტონის ფონდის“ წარმომადგენლების მხრიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ადრე განაცხადეს, შემოწირულობის სანაცვლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევა არ ყოფილა. მიმდინარე მოკვლევას თავად ჰილარი კლინტონი ჯერ არ გამოხმაურებია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)