19:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 19:33:27, 3356 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღების მზადყოფნა გამოთქვა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ავსტრიის კლინიკა თანახმაა პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მიიღოს.

როგორც ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, კლინიკა თანახმაა, თუმცა ამ ეტაპზე თავისუფალი ადგილები არ აქვთ.

ექიმის თქმით, ავსტრიის კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია 24-საათის განმავლობაში უნდა მოაწოდოს.

"ავსტრიის კლინიკამ, ვისთანაც ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა მოლაპარაკებას, პრინციპული თანხმობა განაცხადა პაციენტის მიღებაზე. ერთადერთ დაბრკოლებად ამ ეტაპზე რჩება ის გარემოება, რომ ამ მომენტისთვის თავისუფალი ადგილი არ არის და იმედოვნებენ, რომ სავარაუდოდ 24 საათში ადგილი გამოჩნდება და პაციენტის ტრანსპორტირების საკითხი დადგება“, - განაცხადა ექიმმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics