|
2018-01-04 15:31:24, 1835 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ბიძინა გუნია პატრიარქზე: 40 წელია, როგორც წინასწარმეტყველი მოსე, მიუძღვის ჩვენს ქვეყანას
40 წელია, ჩვენი მწემსმთავარი, როგორც წინასწარმეტყველი მოსე მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დეკანოზმა ბიძინა გუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. დეკანოზის თქმით, პატრიარქის აღსაყდრების დღიდან ეკლესია გაერთიანდა. "მადლობა უფალს, რომ ამ განვლილ პერიოდში ეკლესიის წიაღში ჩვენ ვხედავთ აღმშენებლობას და გაერთიანებას. ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი", - განაცხადა ბიძინა გუნიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. უწმინდესს 85 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები საპატრიარქოში წელს არ გაიმართება. პატრიარქის ერთ-ერთი ექიმის თქმით, ეს პატრიარქის სურვილი იყო, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებების არჩატარების მიზეზი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)