|
2018-01-04 14:19:37, 1840 ნახვა
კომენტარი
ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება
ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ თანამფლობელ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია უტარდება. როგორც თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ აღნიშნა, მას არ ეტაპზე არ აქვს ინფორმაციას თუ რის ოპერაცია უტარდება. "ძალიან სტრესის ქვეშ იმყოფება. უბრალოდ ოჯახის წევრებისთვის დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ცუდად გახდა ღამით, უბრალოდ არ იციან რატომ. ციხემ მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით და გადმოიყვანეს "ღუდუშაურის" კლინიკაში. ვერ ვიტყვი თუ რის ოპერაციას უტარებენ. კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მისთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია", - განაცხადა აბესაძემ. "ქრონიკის" ინფორმაციით, დათიკაშვილს თიაქარის ოპერაცია უტარდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბრალდებულს გულის პრობლემები ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)