|
2017-12-31 17:42:35, 3035 ნახვა
საზოგადოება
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. წინასაახალწლო ღონისძიებათა ფარგლებში, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებას რეჟისორი რობერტ სტურუა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის წევრები, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა", ასევე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. რუსთაველის თეატრის მსახიობებსა და რეჟისორ რობერტ სტურუას მსჯავრდებულებმა საკუთარი თეატრალური პერფორმანსიდან - „ჯადოსნური ღამე“, რამდენიმე ნომერი შეუსრულეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. „უკვე ტრადიციად იქცა თითქოს, სამი წლის წინ ვიყავით პირველად. ერთდროულად ეს სევდიანიცაა და ამავე დროს მიხარია, რომ რაღაც პატარა სიამოვნება და სიხარული შეგვიძლია შევმატოთ ამ შესანიშნავ ქალებს. ისეთია ცხოვრება, რომ მოულოდნელად შესაძლოა, შენც ჩაიდინო რაღაც, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ... მინდა ბედნიერები იყვნენ,“ - აღნიშნა რობერტ სტურუამ. მსჯავრდებულ ქალბატონთა წინასაახალწლო განწყობაზე კი ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" წევრებმა იზრუნეს. მათ საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს და მსჯავრდებულებს ემოციური დახვედრისთვის მადლობა გადაუხადეს. „ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. აქ სულ სხვა განწყობაა. პატარა ბედნიერების მინიჭების საშუალება რომ გეძლევა, ეს არის დიდი ბედნიერება შენთვის. ძალიან დიდი ენერგია მივიღეთ ჩვენი მსმენელებისგან,“ - აღნიშნა ჯგუფის წევრმა ვანო თარხნშვილმა. სასჯელაღსრულების N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცისათვის, რათა ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ. მსჯავრდებულებმა საახალწლოდ საჩუქრები სხვადასხვა კომპანიებისგან მიიღეს. მათ შორის მცენარეული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ფრანგულმა ბრენდმა „ივ როჩემ“ ქალ მსჯავრდებულებს პარფიუმერიისა და თავის მოვლის საშუალებები გადასცა. ფარმაცევტულმა კომპანია „ავერსმა“ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. საახალწლო საჩუქრები მსჯავრდებულებმა ასევე კომპანიებისგან მიიღეს „ზედაზენი“, „ბარამბო“, „ბეიქერსი“ და „ბებე+“. (NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)