|
2017-12-29 13:10:35, 3119 ნახვა
კომენტარი
სალაძე: იმ ფონზე, როცა საზმაუმ პრემიერის გინება არ გაუშვა, საუბარი იმაზე, რა გაუშვეს რატიანზე სხვა არხებმა, უხერხულია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას უხერხულს უწოდებს. მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის მიმართ დადებითი არ არის, თუმცა სტანდარტები სხვა ტელევიზიების მხრიდანაც დაირღვა. „იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში არ გაუშვა პრემიერ-მინისტრის გინება პარლამენტში, სხვა კომერციულმა არხებმა რა გაუშვეს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, ამის მოტანა ვფიქრობ, მინიმუმ უხერხულია“,-აღნიშნა სულხან სალაძემ. შეგახსენებთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოში შსს-ს მიერ წარდგენილი კადრები გამოითხოვა და გაასაჯაროვა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპების-სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევა დაადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)