|
2017-12-27 19:16:44, 1977 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე არ გამორიცხავს, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება შეფერხდეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის გამო, არ გამორიცხავს, რომ ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება შეფერხდეს: „იმდენად დიდია აზრთა სხვადასხვაობა, რომ შეფერხებასაც კი არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია“,-აღნიშნა მდინარაძემ. ჯანდაცვის კომიტეტზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომა სამ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო, იმ დროს ვერ ჩატარდა. საქმე იმაშია, რომ კომიტეტის 7 წევრი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტის მუშაობაშიც არ მონაწილეობს. ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)