|
2017-12-27 13:08:37, 1826 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სპორტის 2017 წლის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარაში 2017 წლის სპორტის საუკეთესო მოღვაწეები დააჯილდოვა. ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის კომისიის მიერ საგანგებოდ შეირჩა როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები. სხვადასხვა ნომონაციაში დაჯილდოვდა 10 სპორტსმენი, 10 მწვრთნელი, 5 საუკეთესო ფედერაცია და 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი. დაჯლდოვდნენ ასევე ჟურნალისტები, რომლებიც მთელი წლის მანძლზე აშუქებდნენ სპორტულ მოვლენებსა და სხვადასხვა რანგის შეჯიბრებს. სპორტსმენებს საჩუქრებთან ერთად სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერები გადაეცათ. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სპორტის მოღვაწეებს იმ ძალისხმევისთის, რომელსაც ისინი არ იშურებენ რეგიონში სპორტის განვითარებისთვის. „ ბათუმელი სპორტსმენები წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენს რეგიონს არაერთი სახელოვანი ჩემპიონი სპორტსმენი აღუზრდია. ბევრმა მათგანმა კი მოიპოვა მაღალი სინჯის მედლები სხვადასხვა შეჯიბრებზე. ეს მწვრთნელების დიდი დამსახურებაცაა. თითოეულის წარმატება ნიშნავს ჩვენი კუთხისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. აჭარას მთელ საქართველოსთან ერთად ნამდვილად აქვს სიამაყის საბაბი. ჩვენი რეგიონის სპორტსმენთა დასამახსოვრებელი ორთაბრძოლები, საპრიზო ადგილები, ღირსეული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ასპარეზობებზე გვანიჭებს უდიდეს სიამაყის გრძნობას. მადლობა მათ ამისთვის„ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)