16:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 19:57:17, 2294 ნახვა

საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა

„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი, 4WD ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ.

ცნობილია, რომ „ვისოლის“ საწვავი არ იყინება ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, ავტმომსახურების ქსელ „ვიანორის“ ზამთრის საბურავების არჩევანი კი ნებისმიერი ამინდის პირობებში ტოლს არავის უდებს.

შესაბამისად, გუდაურში, ძლიერ თოვაში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაყურებლებს კი დაუვიწყარი სანახაობა ერგო. 

პირველ ადგილზე გასულ მერაბ ქობულიას „ვისოლისგან“ და „ვიანორისგან“ 1000 ლარიანი ვაუჩერი, 150 ლიტრი საწვავი და „ანტიფრიზი“ ერგო.

მეორე ადგილზე გასულ შაკო ციხელაშვილს 500 ლარიანი ვაუჩერი, 50 ლიტრი საწვავი და 5 ლიტრი „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი გადაეცა.

 მესამე ადგილზე გასულ იოსებ ნაზღაიძემ კი 5 ლიტრი „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი და „ანტიფრიზი» მიიღო.

რბოლაში მონაწილე ყველა მძღოლს „ვიანორისგან“ „ანტიფროსტი“ გადაეა საჩუქრად.  

„ვისოლ ჯგუფის“ თასის გათამაშების მხარდამჭერი  ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“ იყო, რომელიც ყველა მონაწილესა და მაყურებელს გემრიელი „ჰოთ დოგებით“ გაუმასპინძლდა.

 Gudauri Travel Bar-მა კი თბილი გლინტვეინით იზრუნა მაყურებელთა განწყობაზე.

ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი - BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელმაც Ski-Doo ბრენდის თოვლმავლების გამოფენას მოაწყობს.
შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.

ღონისძიებას ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics