06:35 - 05 Jul, 2026
|
2017-12-25 13:45:51, 2918 ნახვა
მსოფლიო
ჯულიან ასანჟის ანგარიში Twitter-იდან გაქრა
WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ანგარიში Twitter-იდან გაქრა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, მიკრობლოგის გახსნის მცდელობის დროს, ვებგვერდზე იწერება, რომ შესაბამისი გვერდი არ არსებობს. მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, მიკრობლოგ Twitter-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შესაბამისი გადაწყვეტილება ასანჟმა იმის გამო მიიღო, რომ მისი ექსტრადირება არ მომხდარიყო. ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)