06:36 - 05 Jul, 2026
|
2017-12-25 13:42:58, 2823 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ის დამარცხების შემდეგ, მოსულში საშობაო ლიტურგია პირველად ჩატარდა
ერაყის ქალაქ მოსულში საშობაო ლიტურგია პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც რეგიონი „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, დაჯგუფების კონტროლის ქვეშ ყოფნის დროს, ნებისმიერი ქრისტიანული რიტუალის ჩატარება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ქრისტიანებს დევნიდნენ, კერძოდ კი, აიძულებდნენ მიეღოთ ისლამი, გადაეხადათ გადასახადები ან სიკვდილით სჯიდნენ. შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)