|
2017-12-21 21:14:06, 1915 ნახვა
სამართალი
გახარია: ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე საუბრის საშუალებას მოგვცემდა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა დიდი ხნით ხდება, ნარკომომხმარებლის შემოწმების ფორმები კი, არაადეკვატურია. ამის შესახებ გახარიამ დეპუტატ ლევან კობერიძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მას ნარკოპოლიტიკის შესახებ პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. „ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. რა თქმა უნდა ბევრი სხვა ახალი მდგენელი გაჩნდა ამ პერიოდში, განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებები, რომელიც მარიხუანას ეხება. მე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ იქ სადაც ადამიანის ღირსებას და შეუსაბამო სასჯელს ეხევა საკითხი, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს სერიოზული შანსი, რომ მივაღწიოთ დიდ პროგრესს. რა თქმა უნდა, როდესაც შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა ძალზედ დიდი ხნით ხდება, აქ არის გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ჩვენ მოვილაპარაკოთ, ისევე როგორც ნარკომომხმარებლის შემოწმების ფორმებიც უბრალოდ არაადეკვატურია დღეის მდგომარეობით და ეს ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არის მარტივად გადაწყვეტადი რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, ეს მდგენელიც უნდა გავითავლისწინოთ, აქ რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, იმპლემენტაციის პერიოდში არ გაგვექცეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე აქცენტების გაკეთება განსაკუთრებით ახალგაზრდების კომპონენტში“, - განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ნაწილში ჯერჯერობით ვერ ხედავს არგუმენტებს, რომელიც დეკრიმინალიზაციაზე მოლაპარაკებების საშუალებას იძლევა. „მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ფუნქცია გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ ნაწილში ჩვენ ჯერ ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები, მაგალითად სად არის ზღვარი მოხმარებასა და მოხამრების წახალისებას შორის, აქ ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ვილაპარაკოთ. ვერ ვხედავთ დღეს, რომ საზოგადოება ამისთვის მზად არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოდანაშაულზე და ჩვენ თუ დაგვანახებთ სად არის ზღვარი ნარკოტიკის მოხმარებასა და წახალისებას შორის, შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა. „ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას. ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ზღვარი, თუ სად იწყება წახალისება და სად გადის ზღვარი ჰუმანური მეთოდების გამოყენებას, ლიბერალურ მიდგომას და წახალისებას შორის. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის სულისკვეთებით გავზარდოთ და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ლიბერალური მიდგომა მოხმარების წახალისებაში არ გადავიდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)