05:14 - 05 Jul, 2026
|
2017-12-21 18:27:32, 2498 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს „ტყუილების სახლი“ უწოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის გამო, გაეროს "ტყუილების სახლი" უწოდა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება მიუხედავად იმისა, აღიარებს ამას გაერო თუ არა. ამასთან, ის ფიქრობს, რომ ვაშინგტონის პოზიციას დღევანდელ კენჭისყრაზე ბევრი ქვეყანა გაიზიარებს. „ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. დღეს გაეროში კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აუქმებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)