22:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 16:44:29, 1867 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: იერუსალიმის საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით  გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის განხილვას გამოეხმაურა.

მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საქართველო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებს.

„ეს გახლავთ ძალიან სენსიტიური თემა. ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  ამ საკითხზე ადრე  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics