19:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 17:26:58, 1433 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვება მიულოცა.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ძვირფასო ვეტერანებო, ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავს.

ფაშიზმზე გამარჯვება ჩვენი ხალხების საერთო შეუფასებელი, მონაპოვარია. ჩვენი ხალხები გვერდიგვერდ იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ და მსოფლიო ნაციზმისგან გაათავისუფლეს. დღეს დღეისობით, ჩვენი ვალია, გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგება და ვეტერანებზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია, ასევე, 70 წლის წინანდელ მოველენებზე სიმართლის დაცვა და ისტორიის დამახინჯების ყოველგვარი მცდელობების აღკვეთა. ვიმედოვნებ, რომ საბრძოლო ძმობა, მეგობრობა, მომავალშიც იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული, კერძომეზობლური და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საფუძველი.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics