|
2017-12-18 18:56:24, 3049 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს წარედგინა
მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს წარედგინა. კანონის შესაბამისად მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო სამთავრობო პროგრამა- პრემიერმა. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, ოთხშაბათს დილის 10 საათიდან 12 საათამდე გათვალისწინებულია მთავრობის წევრების შეხვედრა კომიტეტებთან, ხოლო შემდეგ- პოლიტიკურ ჯგუფებთან. „კომიტეტებში განხილვის თემატიკა 4 ბლოკად არის. განხილვა იწყება 10 საათზე. ორი საათი აქვს გამოყოფილი. პირველი ბლოკი ეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. მთავრობის წევრებიდან იქნებიან თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, შს მინისტრი. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში. ამავე დროს 10-დან 12 საათამდე იქნება მეორე ბლოკი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში. აგრარულ საკითხთა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო დარეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი გამართავს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან. ამავე დროს 10-დან 12 საათამდე ბრიფინგების ოთახში გაიმართება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამავე პერიოდში კინოდარბაზში გაიმართება განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრები მთავრობის შემადგენლობასთან,13:00 საათიდან 14:00 საათამდე “,-აღინიშნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ოთხშაბათს 21 საათისთვის დაგეგმილია ბიურო, რომელიც კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვებს შეაჯამებს. "ხვალ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე.თხოვნა გვექნება, რიგგარეშე სესია გაგრძელდეს 21 რიცხვის 12 საათიდან დღის წესირგით გათვალისწინებული საკითხბეის ამოწურვამდე. შესაძლებელია შაბათ -კვირასაც გაგრძელდეს",-განმარტა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)