|
2017-12-17 10:49:35, 2264 ნახვა
მსოფლიო
კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს
დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე, კიევში, შევჩენკოს პარკთან, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, დაგეგმილ მარშში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა განმარტა, "იმპიჩმენტის მარში" აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ "კატასტროფა აირიდოს და ხელისუფლებამ ბოლო ფატალური ნაბიჯი არ გადადგას". სააკაშვილმა ასევე მარშის ძირითადი მოთხოვნები ჩამოთვალა: "ქვეყანას ოლიგარქები არ უნდა მართავდნენ; ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას კორუფციულ სქემებზე; უნდა შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები; უნდა გადადგეს გენერალური პროკურორი; უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო; იმპიჩმენტის მექანიზმებიც უნდა შეიქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, არ შეიძლება პუტინს მივცეთ საშუალება, რომ შექმნილი ვითარებით ისარგებლოს. ქვეყანას არ შევარყევთ, ხოლო "ჯიხურს" აუცილებლად. სწორედ ამ მიზეზით გავდივართ ხვალინდელ მარშზე. და ბოლოს, თუ დიქტატურის შესაჩერებლად საჭირო გახდება ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, მზად ვარ ისინი დავთმო. ბოლომდე ვიბრძლებ, გამარჯვებამდე", - წერს პოლიტიკოსი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)