|
2017-12-15 13:07:53, 1962 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით, გარკვეულ პოზიციაზე შევჯერდით
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით, დამატებითი განხილვები გაიმართა და გარკვეული ცვლილებებია შემოთავაზებული. კობახიძის განმარტებით, მე-18 მუხლში ინფორმაციის გასაჯაროვებაზე უარის თქმის 4 საფუძველი რჩება. ეს არის: სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ასევე, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები. „მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით შედგა არსებითი განხილვა, ჩვენ შევთავაზეთ მაშინ იუსტიციის სამინისტროს, რომ შემოეთავაზებინა არგუმენტები ამ რედაქციის ცვლილებასთან დაკავშირებით. შედგა განხილვები, გუშინ საღამოსაც შედგა დამატებითი განხილვები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და ამის საფუძველზე შევჯერდით გარკვეულ პოზიციაზე.პირვანდელი შემოთავაზება იუსტიციის სამინისტროსი იყოს ის, რომ ჩვენ პირდაპირ შემოგვეღო სამწვეროვანი ე.წ. ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის მიუღებელია.ამ დონეზე გაფართოება ჩარევის საფუძვლის მიუღებელია, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე რჩება ცალსახად 4 პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროვებას-ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები“,-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სამართალწარმოების ინტერესიც არის სათანადოდ ასახული რედაქციაში. ამასთან, კობახიძის განმარტებით, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ერთიანდება და შემდეგი სახით ჩამოყალიბდება: ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ, ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალურ დოკუმენტს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს კომერციულ, ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან დემოკრატიულ საზოგადეობაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით, ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულ სახელმწიფო საიდუმლოებას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დაკონკრტებულია დამატებით სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების წესი. „ჩვენი ინტერესია,მაღალი სტანდარტით იყოს დაცული საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომიბის უფლება“,-აღნიშნა კობახიძემ. ცვლილებაა მე-15 მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით. მე-15 მუხლიდან მე-4 პუნქტი იქნება ამოღებული და მე-18 მუხლს მე-3 პუნქტად დაემატება. „აქედან გამომდინარე, შეიცვლება სათაურებიც, ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება გადმოვა მე-15 მუხლის სათაურიდან (მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებები) მე-18 მუხლის სათაურში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან დამატებით ისაუბრა შემოთავაზებულ ცვლილებაზე, რომელიც საჯარო ინტერესებს ეხება: „არგუმენტები არის საჯარო ინტერესების ამოღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო ინტერესების შესახებ ჩანაწერი, რა თქმა უნდა, მაღლა წევს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტს, თუმცა დაბლა წევს პერსონალური მონაცემების დაცულობის სტანდარტს. საჯარო ინტერესებიც შეიძლება გახდეს ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საგანი, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს.არ არის რეკომენდირებული, ასეთი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ პერსონალური მონაცემების დაცულობა.ეს იყო შენიშვნა, რომელიც გავიზიარეთ“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)