|
2017-12-14 15:41:58, 1756 ნახვა
კომენტარი
ბესელია ოპოზიციას: თქვენი შეტევების მიუხედავად, მაუწყებელმა უნდა შეძლოს და მაყურებელი მოიზიდოს
„თქვენი პოლიტიკური დისკურსი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პროექტი ბიძინა ივანიშვილის იდეაა, უკვე დამაკნინებელია“, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძესა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატ სერგო რატიანს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას სურს მაუწყებელს რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს. მისივე შეფასებით, ხსენებული საკითხის მუდმივი პოლიტიზირება ხდება და ოპოზიციის ნაწილი ნეგატიურ განწყობას ქმნის. "სერგომ ვერ გაუძლო იმას რაც უნდა მოისმინოს. წინასწარ გრძნობს და დატოვა დარბაზი. იმედია დაბრუნდება და ბოლო ნაწილს მაინც მოისმენს, რადგან მისთვის რამდენიმე წუთს შემოვინახავ საპასუხოდ. მინდა ვთქვა, რომ განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს პატივს ვცემ. ჩვენ სამუშაო ფორმატში ერთად ვიმუშავეთ, თუმცა ახლა ცოტა უჩვეულო ვითარებაა. ეს არის პროცესი, რომელიც თქვენგან განსხვავებით გვაწუხებს. გვინდა, მივეხმაროთ მაუწყებელს, რომ დაწყებული რეფორმები მიიყვანოს ბოლომდე. თქვენი პერსონალური შეტევების და ნეგატიური განწყობის შექმნის მიუხედავად, მაუწყებელმა უნდა შეძლოს და მაყურებელი მოიზიდოს. მაუწყებელს ძალიან საინტერესო თემები და პროექტები აქვს. იმედი მაქვს, რომ ის რეფორმა რომელიც მიმდინარეობს კარგ შედეგს მოიტანს", - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ მთავრობა მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის საბოლოო რედაქციას ეთანხმება. "პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით, პროექტი მნიშვენლოვნად შეიცვალა. ბევრი რამ გასწორდა და დაიხვეწა, მათ შორის ჩვენი კოლეგების შენიშნვების მიხედვით", - აღნიშნა დეპუტატმა. ბესელიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის ბიუჯეტი 44 მილიონი ლარი იქნება.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)