13:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 20:08:23, 417 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილის ახირების გამო, სახელმწიფო ზარალდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "დაგის" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის,  წყნეთში სახლის აშენება აიძულეს.

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ვანო მერაბიშვილის სახლისთვის ხსენებულმა კომპანიამ უკვე  მილიონ 200 000 ლარი გადაიხადა.ღარიბაშვილის თქმით, კომპანია "დაგის" მერაბიშვილის სახლისთვის დახარჯულ თანხას დღევანდელი მთავრობა უბრუნებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

"არის ასეთი კომპანია "დაგი", რომელსაც აიძულეს და ე.წ. პრემიერის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს.ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, სახლისთვის ამ კომპანიამ მილიონ ორასი  ათასი ლარი გადაიხადა უკვე. ასეთი საკითხების შემსწავლელი სპეციალური კომისია არის შექმნილი.  ამ  კომპანიას ჩვენ ახლა თანხას ვუბრუნებთ.მერაბიშვილის ახირების გამო, სახელმწიფო ზარალდება. ვფიქრობ, ეს არის გამოძიების საგანი,  ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. როგორ მოხდა,  რომ კომპანიას დაავალდებულეს  ახალი სახლის მშენებლობა. ახალ სახლს აშენებინებდნენ  არათუ წყნეთის აგარაკებით სარგებლობდნენ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება წყნეთის აგარაკებს, ღარიბაშვილის თქმით, წყნეთის აგარაკებით  დავით ბაქრაძე, გიგა  ბოკერია, ვანო  მერაბიშვილი და სხვები სარგებლობდნენ.

ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობა წყნეთის აგარაკებს გაასხვისებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წყნეთის აგარაკები გავასხვისოთ. არც ერთი მთავრობის წევრს არ უსარგებლია ამ აგარაკებით.ერთ-ერთი აგარაკი დავუკანონეთ მანანა გამსახურდიას, რომელსაც წლების განმავლობაში  არ გადასცეს საკუთრებაში ის აგარაკი, რომელიც წესით ეკუთვნოდა ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს და ჩვენ გადავეცით.  დანარჩენი ყველა აგარაკი იყიდება",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics