13:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:45:33, 2026 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებზე გაამახვილა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა.

„მინდა ხაზი გავუსვა რეინვესტირების ძალიან მაღალ მაჩვენებელს, იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას მოაქვს და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამ რეფორმის შედეგია ის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა მკვეთრად გაზარდეს რეინვესტირების მაჩვენებელი. მიმდინარე წელს დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა. გასულ წლებში, პირველ სამი კვარტალის განმავლობაში რეინვესტირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მიმდინარე წელს კი, უცხოელმა ინვესტორებმა თითქმის 600 მილიონ აშშ დოლარი ჩააბრუნეს ქართულ ეკონომიკაში, რაც ახალ პროდუქციას და ახალ მომსახურებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics