|
2017-12-12 19:12:27, 2182 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: როდესაც ხანუქას სანთელს ავანთებ, ჩავიფიქრებ, რომ მშვიდობა იყოს და არავის ენახოს ატირებული ბავშვები
„როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები“,- ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში, სადაც დღეს ხანუქას სანთელი აანთო. პრემიერმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს მე მივმართო ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და ყელაზე დიდი ხნის მეგობარი ერის წარმომადგენლებს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს დღესასწაული სიმბოლურია და იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თბილისის ამ უბანში თავმოყრილია ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლობა, მაგრამ, საქართველოსთვის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ნამდვილად უნიკალურია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორ მოძმე ერს შორის უამრავი რამ არის საერთო. საერთო გვაქვს ისტორია, მათ შორის ბრძოლის ისტორიაც, როდესაც ქართველები იბრძოდნენ ებრაელთათვის და ებრაელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ ქართველთათვის. მათ შორის, ვიბრძოდით ერთმანეთის საკულტო რელიგიური ნაგებობების გადასარჩენადაც. და ეს ისტორიები ყველას ახსოვს. ეს ისტორიები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს ორ ერს შორის მეგობრობის ძალიან ძვირფას წიგნში, რომელსაც როგორც ებრაელები, ისევე ქართველები გულში ინახავენ. მინდა, გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ნამდვილად ჩვენ ყველას გვიხარია. როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები. ჩვენ გამოწვევებიც საერთო გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის ყველაზე ძვირფასი ფურცლები კიდევ მომავალში დაიწერება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით იერუსალიმიდან მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხანუქას დღესასწაული მიულოცა. „მინდა, საქართველოდან მივესალმო საქართველოს დიდ მეგობარს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მივულოცო მას ხანუქას დღესასწაული. მინდა, ვუსურვო ებრაელ ხალხს მშვიდობა და, რა თქმა უნდა, მინდა ვუსურვო ქართულ-ებრაულ მეგობრობას კიდევ უფრო ნათელი მომავალი 26 საუკუნე", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)