|
2017-12-12 12:59:07, 2051 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევაში გაეროს ორგანიზაციებში საქართველოს ელჩად ვიქტორ დოლიძე, გერმანიაში კი, ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად ვიქტორ დოლიძის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად კი ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები წარადგინა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე. დღეს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. იგი გახლავთ კარიერული დიპლომატი და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2012 წელს ვიქტორ დოლიძე გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები. პოლიტიკურ მოღვაწეობამდე ვიქტორ დოლიძე ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. 2005-2009 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2004-2005 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატად წარდგენილი ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015 წლებში გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა. ამჟამად ელგუჯა ხოკრიშვილი საქმიანობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიციაზე. ელგუჯა ხოკრიშვილს აქვს გერმანიაში აკადემიური საქმინობის დიდი გამოცდილება. 2002-2008 წლებში მოღვაწეობდა პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)