|
2017-12-12 11:16:55, 2109 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ჯაიანს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს, საქართველოს სახალხო არტისტ დიმიტრი (დიმა) ჯაიანს დღეს დაკრძალავენ. დიმა ჯაიანს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის იყო. დაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1973 წელს. 1973 წლიდან სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985), "სტალინის დაკრძალვა" (1989). 2013 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრად.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)