|
2017-12-11 21:58:03, 2498 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა
ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, მანჰეტენზე მომხდარი აფეთქება ტერაქტი იყო, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, ბოროტმოქმედს "ტერაქტის განხორციელების" შესაძლებლობა არ მიეცა. "ვიტყვი პირდაპირ - ეს იყო ტერაქტის მცდელობა. საბედნიეროდ ბოროტმოქმედმა საწადელს ვერ მიაღწია", - განაცხადა ქალაქის მერმა. როგორც ნიო-იორკის პოლიციის უფროსმა ჯეიმს ონილმა განაცხადა, ქალაქის ცენტრში აფეთქება 27 წლის აკაიედ ულამ განახორციელა. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მამაკაცს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა თან. ამასთან, მედიის ცნობით, აჭვმიტანილი აფეთქების დროს დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აფეთქების დროს კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ ტერაქტის მოწყობას უკავშირდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)