|
2017-12-11 15:26:38, 1585 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: თითოეული ჩუქურთმა, თითოეული შენობა, რომელიც თბილისს აქვს, უნდა შემოვინახოთ და აღვადგინოთ
„თითოეული ჩუქურთმა, თოთოეული შენობა, რომელიც ერთი ქალაქის ფასია, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ და მოვეფეროთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორბელიანის ქუჩის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტით კახა კალაძე „თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს“ იწყებს. „დღეს ძალიან კარგი დღეა, ვიწყებთ ულამაზესს პროექტს და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ორბელიანის მოედანი იყო ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი. ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან. აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის და სწორედ ახალი თფილისი არის ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი, შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო და ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია განხორციელდა და ეს არის დღეს ყველასთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. რა თქმა უნდა დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მე მას მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის. ჩვენი ვალია დღეს როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, როდესაც განვითარების სისწრაფე სრულიად ახალ ტემპებს იღებს, რომ თითოეული ჩუქურთმა, რომელიც ჩვენს თბილისს აქვს, თოთოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვუნახოთ აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი თბილისში ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას შექმნის. „ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და რა თქმა უნდა სახელწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისათვის, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ეს ახალი სიცოცხლე რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის კოლორიტს ჰქმნიდნენ დღემდე ეს არიან აქ მცხოვრებლები. ის ხელოსნები, რომლებიც პირიმზეში მუშაობდნენ, დღეს გადანაცვლებული არიან სხვადასხვა შენობებში, ყველა უნდა დარჩეს აქ იმიტომ რომ ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი, იმ განახლებულ თბილისში, რომელიც ჩვენთვის იქნება მართლაც ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)