12:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 12:15:22, 407 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი 10 მაისს ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ კვირას ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარტლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ასევე ევრო კომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან.

„შეხვედრების ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება რიგის სამიტი და ის მოლოდინი, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობას, ის პროგრესი და ის რეფორმები, რომლებიც გაატარა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე. განვიხილავთ ასევე ქვეყანაში და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას, მათ შორის საკითხებს უსაფრთხოების მიმართულებით და იმას, თუ რას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - “The Eastern Partnership – Partnership of Free Choice”, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის აუდიენცია მის სამეფო უდიდებულესობასთან ბელგიის მეფე ფილიპთან.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში 10 მაისს გაემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics