|
2017-12-06 17:36:25, 1775 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ოპოზიციას: კარგი იქნება, თუ თქვენს გამოსვლებშიც გამოურევთ ცოტა სიმართლეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მან იუსტიციის მინისტრის საქმიანობა გააკრიტიკა. თალაკვაძემ ოთარ კახიძეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სერვისების განვითარების მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ, თეა წულუკიანის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და კახიძეს სიმართლის თქმა ურჩია: „მინდა, გამოვეხმაურო არაზუსტ განცხადებებს, რომელიც რიგ შემთხვევებში კოლეგებმა გააკეთეს. დროა, სიმართლეც მოისმინოთ. თქვენს გამოსვლებშიც თუ გამოურევთ ცოტა სიმართლეს, უფრო კარგი იქნება.გაქვთ მაგისი რესურსიც და საკმარისი განათლებაც.ბატონი ოთარი ამბობდა, თეა წულუკიანმა ჩამოაქცია იუსტიციის სისტემაო. ოთარ, 7 ახალი იუსტიცის სახლი აშენდა 2012 წლის შემდეგ, მანამდე რამდენი იყო, კი გახსოვს კარგად. 3 აშენების პროცესშია. 47 ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა, რომელიც ასევე ერთი ფანჯრის პრინციპს ემსახურება და იმ სერვისების განვითარება და გაგრძელებაა, რომელზეც შენ საუბრობდი. 4 ოფისი აშენდა ეროვნული არქივის, სადაც გაციფრულებულია ეს ყველაფერი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ინფორმაციის გადაცემა და გამოყენება. არვიცი, შეიგძლია გააკეთო განცხადებები, მაგრამ პოლიტიკური განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ, რომ უნდა ვილაპარაკოთ რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა გეწყინოთ, როდესაც არჩევნებზე ხალხს თქვენი არ სჯერა ხოლმე“,-მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოთარ კახიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)