19:12 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 20:40:13, 2255 ნახვა

მსოფლიო
ლუცენკო: სააკაშვილის სტატუსი „პატიმრობიდან გაქცეულია“, პროკურორებს გაცილებით მკაცრი სასჯელის მოთხოვნა შეუძლიათ

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატუსი „პატიმრობიდან გაქცეულია“, - ამის შესახებ ლუცენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლუცენკოს განმარტებით, პროკურორებს სააკაშვილისთვის გაცილებით მკაცრი სასჯელის მოთხოვნა შეუძლიათ, ვიდრე მანამდე ითხოვდნენ.

„მიხეილ სააკაშვილის სტატუსია - ადამიანი, რომელიც პატიმრობიდან გაიქცა. ეს ეჭვქვეშ აყენებს ჰუმანური პროკურატურის შესაძლებლობას, ხვალ ან მომდევნო დღეებში შინაპატიმრობა შესთავაზონ. ამაზე ძალიან ბევრს ვიფიქრებთ, მაგრამ ვიფიქრებთ, პირველ რიგში, უკრაინის სახელმწიფოზე“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

ლუცენკოს ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იმ დეპუტატებს დაკითხავს, რომლებიც სააკაშვილს თავის დაღწევაში ეხმარებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics