19:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 17:18:34, 2015 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი ძალოვან უწყებებს: არ გაბედოთ და თითი არ დააკაროთ ხალხს! გვერდში დაგვიდექით

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მხარდამჭერებთან ერტად, უკრაინის უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქციას მართავს, ძალოვან უწყებებს მიმართა.

სააკაშვილმა მათ მოუწოდა, მოსახლეობაზე ხელი არ აღმართონ და აქციას შეუერთდნენ:

"არ გაბედოთ და თითი არ დააკაროთ ხალხს! ნუთუ თქვენ არ ხართ პატრიოტები?! ვიცი, რომ ხართ, ამიტომ გვერდში დაგვიდექით. იცოდეთ, რომ აქედან უკრაინელ ხალხთან ერთად გამარჯვებული წავალ. ვიცი, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ხალხი უკვე დაიძრა. ახლა 150 ათასი ადამიანი ვართ, მაგრამ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს, თუმცა მომხრეებმა ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ამ დროისთვის სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics