19:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 13:49:18, 1897 ნახვა

მსოფლიო
კრემლი სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება - „ეს უკრაინის თავის ტკივილია“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება, - ამის შესახებ Ria იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სააკაშვილს "თავის ტკივილი" უწოდა. 

 „ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს, რაც უკრაინაში ხდება. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია. ალბათ, ასეთს მტერსაც არ ვუსურვებ. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს მტრებად არ მივიჩნევთ“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics