|
2017-12-04 18:06:39, 2486 ნახვა
მსოფლიო
იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს
იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს, - ამის შესახებ Al-Arabiya იუწყება. ინტერნეტში შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით ყოფილ პრეზიდენტს თაავს დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მანამდე დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 245 ადამიანი დაიღუპა. მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მოწინააღმდეგეებს მისი დაკავვება სურდათ, თუმცა დაიწყო სროლა, რასაც ექს-პრეზიდენტი ემსხვერპლა. ცნობისთვის, იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ხუსიტების დაჯგუფება "ანსარ ალა" და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი, მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია. ყოფილი პრეზიდენტი დაჯგუფება "ანსარ ალას" მხარს უბამდა და მისი წევრები მისადმი ლოიალურები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)