11:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 14:56:07, 2149 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მონტენეგროს წინსვლა, იმედის მომცემია, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატო-ს

„მონტენეგროს სახით საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეემატა, რაც ჩვენ მომავალ წარმატებაში კიდევ უფრო გვარწმუნებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ივან ბრაიოვიჩთან შეხვედრის შემდეგ გაართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მონტენეგროს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, იმედის მომცემია, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატოს თანამეგობრობას:

„მინდა მადლობა გადავუხადო მათ დაპირების შესრულებისთვის და საქართველოში სტუმრობისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას, რადგან მონტენეგროს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, დიდ იმედს გვაძლევს, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატოს თანამეგობრობას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მონტენეგრომ და საქართველომ მოახერხეს, დაეძლიათ არასტაბილურობის გარდამავალი პერიოდი და მყარად დადგომოდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც ჩვენი ხალხების არჩევანია და ჩვენი ქვეყნების მომავალი უსაფრთხოებისა და განვითარების მყარი საფუძველი უნდა გახდეს. დღევანდელი რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებას მოეთხოვება თანმიმდევრული, პროგრესული და მიზანმიმართული რეფორმების გატარება, რომლების საბოლოო მიზანი დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაიოვიჩი საქართველოს  დელეგაციასთან ერთად ეწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics