|
2017-12-02 16:13:47, 2723 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ Politico იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრამპი განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს. მედიის ცნობით, თელ-ავივში არსებული ამერიკის საელჩოც სავარაუდოდ იერუსალიმში გადავა. თუმცა, საელჩოს გადატანის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ცნობისთვის, აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. იერუსალიმზე ისრაელი და პალესტინა დაობს. ორივე მათგანი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)