|
2017-12-02 13:01:03, 2733 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში, პოტსდამის საშობაო ბაზრობაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
გერმანიაში, ქალაქ პოტსდამის საშობაო ბაზრობაზე სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზრობის მახლობლად აფთიაქში იყო დამალული. მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც BBC წერს, გამნაღველებმა მოწყობილობის გააუნებელყვეს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ტერიტორია მთლიანად შეამოწმეს. სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ არის. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. ტერორისტი სატვირთო ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღეში, სამართალდამცველებმა ტუნისელი ანის ამრი მილანში იპოვეს და მოკლეს. აღნიშნული ტერაქტის შემდეგ გერმანიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და უსაფრთხოების ნორმებია გაძლიერებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)