|
2017-12-02 11:48:45, 2829 ნახვა
მსოფლიო
ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოში თვითმკვლელობა 2 წლის წინ დაგეგმა
ხორვატიის არმიის ყოფილი გენერლი სლობოდან პრალიაკი, რომელმაც ჰააგის ტრიბუნალზე თავი მოიკლა, სუიციდი 2 წლის წინ დაგეგმა, - ამის შესახებ vecernji.hr იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილმა გენერალმა ტრიბუნალზე კალიუმის ციანიდი დალია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრალიაკმა გამოსამშვიდობებელი წერილიც დატოვა, რომელიც მისმა მეუღლემ და ქალიშვილებმა გაასაჯაროვეს. მანამდე პრალიაკმა ოჯახის წევრებს დაუბარა, რომ წერილი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ წაეკითხათ. ყოფილმა გენერალმა დაწერა: "არ მჭირდება მე გასვენების ცერემონია, არც კუბო. ჩემი ფერფლი მიროგოის საფლავზე მიმოფანტეთ". ცნობისთის, მიროგოი გამოჩენილი ადამიანების მემორიალური პარკია და ზაგრების ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. შეგახსენებთ, რომ 72 წლის ხორვატმა გენერალმა, ჰააგის სასამართლოში თავი 29 ნოემბერს მოიკლა. როდესაც მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, გენერალმა აღნიშნა, რომ ის არ იყო დამნაშავე და ჭიქით საწამლავი დალია. გენერალ სლობოდან პრალიაკს ბოსნიაში ომის გაჩაღებაში, გენოციდში, კაცობრიობის წინაღმდეგ დანაშაულში დასდეს ბრალი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)