|
2017-12-01 16:57:00, 2411 ნახვა
მსოფლიო
ფილიპინელმა სტუდენტებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გაშიშვლებით გააპროტესტეს
ფილიპინელმა სტუდენტებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გაშიშვლებით გააპროტესტეს, - ამის შესახებ Yahoo იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი ქვეყნის პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, რასაც ქვეყანაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები ჰქონდათ მიტანილი, წარწერით - "შეწყდეს მკვლელობები". ამ ბანერებით სტუდენტებმა მანილას ქუჩები შემოირბინეს. მანამდე, ფილიპინების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის გამო, საკუთარ შვილსაც კი, არ დაინდობს. ცნობისთვის, დუტერტე მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო ევროკავშირმა, ამერიკამ და საერთაშორისო უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს. დუტერტემ პრეზიდენტის პოსტი 2016 წელს დაიკავა. მას შემდეგ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დაიღუპა. აღშანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ. მათ პირველი "შიშველი პროტესტი" 1980 წელს, უკვე გარდაცვლილი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის წინააღმდეგ გამოიყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)