19:59 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 15:25:01, 1898 ნახვა

სამართალი
ევროსაბჭოს მომხსენებლები - „საქართველოს ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის საქმე სრულფასოვნად უნდა გამოიძიოს“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების კესტრინ ლუნდგრენის და ტიტუს კორლატეანის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საკითხი სრულფასოვნად უნდა გამოიძიოს.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების უფრო დაბალსებული სისტემაა საჭირო.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია საქართველოში აზერბაიჯანელი პოლიტ-ემიგრანტების დაცვის გაძლიერება, რადგან მუხთარლი სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევით გაიტაცეს.

"ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს აღნიშნული საქმე სრულფასოვნად და ყველა დამნაშავე პირი, მიუხედავად თანამდებობისა, უნდა დაისაჯოს. საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული", - განაცხადეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, საქართველოში 2014 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა. მიმდინარე წლის 29 მაისს ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს. მეორე დღეს ის აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით არის აღძრული: კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა. აზერბაიჯანული მხარის თქმით, ჟურნალისტს საზღვრის გადაკვეთისას 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. როგორც მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, მისი მეუღლე საქართველოდან აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქართველი მხარის დახმარებით გაიტაცეს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics