|
2017-11-30 14:58:36, 2238 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს
„ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭრეს. როგორც მან აღნიშნა, ლომჯარიას კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე ადეკვატურია. „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უნდა დავიცათ პრინციპი, რომ ამ პოსტზე დასახელებული და დამტკიცებული კანდიდატი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის ხედვა დიდწილად არის ადეკვატური, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი კანდიდატურის მხარდაჭერა“,-განაცხადა სამადაშვილმა. რაც შეეხება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ კანდიდატ გიორგი ფოფხაძეს, სამადაშვილი ამბობს, რომ მას უჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. „ჩვენ არანაირი შეკითხვები არ გვექნება მასთან. ვფიქრობთ, რომ ამ კანდიდატურის წარდგენა სახალხო დამცველის პოსტზე საქართველოში არის უბრალოდ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, - დასძინა მან.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)