17:51 - 04 Jul, 2026
|
2017-11-29 20:33:46, 2351 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ Ria იუწყება. "დღეს ვესაუბრე ჩინეთის სახელმწიფო მდივანს ჩრდილოეთ კორეის ბოლო ქმედებებთან დაკავშირებით. დამატებითი მასშტაბური სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ უკვე დღეს ამოქმედდება. ეს სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება", - წერს ტრამპი Twitter-ზე. ამასთან, ტრამპმა არ განმარტა, თუ რას შეეხება ახალი სანქციები. მოგვიანებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების "დიდი სია" აქვს. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბირთვული რაკეტა გამოსცადა, რომელიც ჩინეთიდან 210 კილომეტრში ჩამოვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)