09:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:53:07, 1868 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებული აქცენტი გამოყო სარეიტინგო კომპანია „მუდისის“ ბოლო შეფასებაზე, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესდა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეფასდა. მთავარ ფაქტორთა შორის, სააგენტომ დადებითად შეაფასა ბიზნესის დაწყების სიმარტივე და ბიზნეს გარემო. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე“, რომლის ბოლო შეფასებაშიც, საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილიდან მე-9-ზე გადაინაცვლა. 

„საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და ჩამოთვალა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს აქვს ბიზნესგარემოს მიმართულებით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics