|
2017-11-29 12:25:07, 2019 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოვას პრემიერ-მინისტრს თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრა. "ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ თქვენ, როგორც აბრეშუმის გზის - "ერთი სარტყელისა და ერთი გზის" ფორუმზე, ასევე - ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და გითხრათ, რომ ჩვენთვის მოლდოვა არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე, ჩვენ გვაქვს ერთი საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებები, გვაქვს მნიშვნელოვანი ფორმატები, რომლებშიც ერთად ვმუშაობთ; მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის. ჩვენი მხრიდანაც მინდა, გამოვთქვა მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოველ კოლეგას. საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. "მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებობს ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობები. ჩვენ, გარდა მეგობრული ურთიერთობებისა, გვაკავშირებს საერთო ინტერესები, რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას და, სამწუხაროდ, ჩვენ ასევე გვაკავშირებს კონფლიქტები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მნიშვნელოვანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ამ კუთხით პროგრესის მისაღწევად", - აღნიშნა პაველ ფილიპმა.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)