|
2017-11-28 16:14:22, 1887 ნახვა
საზოგადოება
სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“ ევროპის ჩემპიონი გახდა
17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2 კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები. ევროპის რალი ტროფიზე მონაწილეობას იღებდნენ იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, სერბეთის, ფინეთის, ბალტიისპირეთის, გერმანიის, დანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პორტუგალიისა და ესპანეთის უძლიერესი სპორტსმენები. ევროპის რალი ტროფის შესაჩევი ეტაპი 7 ზონად იყო დაყოფილი, კლასების მიხედვით შვიდივე ზონაში გამარჯვებულმა პირველმა ხუთეული პორტუგალიაში, ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ფინალური რბოლა პორტუგალიის ურთულეს ტრასაზე გაიმართა, რომელიც რალი კაზინოს დო ალგარვეს სახელითააა ცნობილი და მისი სიგრძე 156 კილომეტრს შეადგენს. შეჯიბრზე, 4 სხვადასხვა კლასში 37 სპორტული ავტომობილი მონაწილეობდა. 30 ნოემბერს ჩემპონატის გამარჯვებულები თასს თბილისში ჩამოიტანენ. დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA“.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)